GT Motors Limited

XE ცვლის ყველაფერს

XE ცვლის ყველაფერს

ყველაზე მოწინავე, ეფექტური და რაფინირებული სპორტული სალონის მქონე ავტომობილი, რომელიც ოდესმე შეუქმნია იაგუარს. XE თავით ფეხამდე იაგუარია. ის იქნება პირველი ახალი თაობის ავტომობილებიდან, რომელიც იაგუარის ულტრათანამედროვე ალუმინის არქიტექტურას ეფუძნება. მსუბუქი ალუმინის კონსტრუქცია უზრუნველყოფს დაუჯერებლად ძლიერ კარკას, ხოლო მძღოლს კი შეუძლია ისიამოვნოს სიძლიერის, ეფექტური მართვისა და დახვეწილი დიზაინის კომბინაციით.

XE-ს მოქნილობას განაპირობებს უახლესი ინოვაციები, ტექნოლოგია და დიზაინი. მას გააჩნია სისტემები, რომელც მძღოლს მართვისგან მიღებული შთაბეჭდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. XE ახალ წესებს ქმნის. XE არის სიგნალი თავისი კლასის ყველა სხვა ავტომობილისთვის.

პრემიუმ მართვა, მუშაობა და დახვეწილობა

XE უზრუნველყოფს იაგუარის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ უპრეცედენტო დინამიკას, დახვეწილობას და მართვის ხარისხს, რომელიც ნაწილობრივ განპირობებულია მისი ალუმინის მოწინავე არქიტექტურით..

99გრ-კმ-დან

XE-ს მსუბუქი კონსტრუქცია ამცირებს საწვავის ხარჯს და გვეხმარება მივაღწიოთ 99გრ/კმ-მდე CO2-ის ემისიას.

საუკეთესო კავშირი

XE-ს გააჩნია იაგუარის სრულიად ახალი InControl სისტემა, რომელიშიც გაერთიანებულია ახალი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ავტომობილის კავშირს გარე სამყაროსთან.

გაძლიერებული აეროდინამიკა

XE-სა სპორტული მანქანის იმიჯი ინსპირირებულია F-TYPE-ით, რომლის ხახუნის კოეფიციენტი მხოლოდ Cd 0.26-ის ტოლია – რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნებისმიერი იაგუარისთვის.

ფინანსურად მისაღები

XE არის ერთერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილი თავის კლასში,   33 000 კმ ონტერვალი ტექმომსახურებებს შორის  ამცირებს მომსახურების ხარჯს და კონკურენტი სადაზღვეო ჯგუფების კოეფიციენტებს.

მეტი არჩევანი ინტერიერში

ინტერიერის ფერების, ტყავის, ნაჭრების და მოსაპირკეთებელი საშუალებების ფართო არჩევანი, შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ XE, რომელიც შეგიყვარდებათ.

პირველი ავტომობილი იაგუარის ახალი თაობიდან ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლიდან. მანამდე თვალყური ადევნეთ XE-ს პროგრესს განახლებების მისაღებად რეგისტრაციის გზით.