GT Motors Limited

რა არის XF?

მართვისგან დიდი სიამოვნების მიღება სულაც არ ღირს  ძვირი. მრავალი ჯილდოს მიმღები XF-ის ინოვაციური დიზაინი და რაფინირებული მექანიზმი უზრუნველყოფს მუშაობას საწვავის ეკონომიის ხელყოფის გარეშე. ინტუიციური ტექნოლოგიების ფართო სპექტრი კი მართვას უფრო სასიამოვნოს ხდის.

იხილეთ ბროშურა

ინტერიერის ფერებისა და მასალის არჩევანი
XF სალონი

XF სალონი

გასაოციარი კომფორტი და მდიდრული სალონის სივრცე. შემცირებული საწვავის ხარჯი და ემისიები. ტექნოლოგიების ფართო სპექტრი ამძაფრებს მართვისგან მიღებილ შთაბეჭდილებას, ხოლო ინტუიციური დიზაინი და მყარი ძარა უზრუნველყოფს მარჯვედ ტარებას

გაუმჯობეზებული ძალა

ისარგებლეთ ეკონომიური ტარების უამრავი უპირატესობით კომფორტულად ტარებასთან ერთად. XF გთავაზობთ ორ პრემიუმ დიზელის ძრავს 2.2 ლ i4 200 და 3.0 ლ 275 ტურბოჩაბერვითი დიზელი. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ბენზინის ორ ძრავს შორის, ესენია 5.0 ლიტრიანი V8 510 სუპერჩაბერვით და 5.0 ლიტრიანი V8 550 სუპერჩაბერვით XFR-S-ზე.

ინფორმაცია და გართობა

ინფორმაცია და გართობა

პირადად თქვენზე მორგებულ ინტერიერში მრავალი "ინფო-გართობაა", რომელიც ელოდება თქვენ სიტყვიერ ბრძანებას თუ თითის დაჭერას. 7დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც ცენტრალურ პანელზეა განთავსებული, საშუალებას გაძლევთ სრულად აკონტროლოთ თქვენი მგზავრობა, დაწყებული კლიმატის კონტროლით დამთავრებული ნავიგაციის მონაცემებით. სალონში მრავლადაა გართობის სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ ისიამოვნოთ მუსიკით სადაც გსურთ და როცა მოგესურვებათ. განათავსეთ თქვენი 10 საყვარელი CD  XF-ის 30GB-იან მყარ დისკზე. შეაერთეთ თქვენი iPod®, MP3 ფლეიერი ან Bluetooth®  XF-ის აუდიო ინტერფეისის გამოყენებით. თუ უპირატესობას ანიჭებთ სრულიად დისტანციურ მართვას, სადაც ხელების გამოყენება საჭირო არ არის, საკმარისია ხმოვანი კონტროლის მეშვეობით გართობის აქტივაცია.

ტექნოლოგიების კომბინირება ეფექტურობისთვის

ტექნოლოგიების კომბინირება ეფექტურობისთვის

XF გამოირჩევა მუშაობით, დახვეწილი მართვით და სიმძლავრით.
არსებობს ძრავების არჩევანი, რომელიც მორგებულია თოთოეულ მძღოლსა და მართვის სტილზე და უზრუნველყოფს მუშაობასა და ძალას საწვავის გაუმჯობესებული ეკონომიით. შეჩერება/ამუშავების გონივრული ტექნოლოგია ინსტიქტიტურად გამორთავს ძრავს როგორც კი ავტომობილი გაჩერდება – ხოლო მუხრუჭის პედლიდან ფეხის აღებისთანავე, ძრავი დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას.
მოწინავე ZF 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია უწყვეტად აკონტროლებს გზას და მართის თქვენს სტილს, ასე რომ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ოპტიმალური მუშაობითა და სიჩქარეების ადვილად ცვლით.

ოთხი სპორტული სახეობა

ოთხი სპორტული სახეობა

შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ოთხ სტილს შორის. ბუნებრივ მდგომარეობაში XF-ს გააჩნია სპორტული ელეგანტურობა და რაფინირებული სიმძლავრე. თუ თავდაჯერებულ იერს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ისარგებლოთ აეროდინამიკული გაძლიერებით, როგორიცაა უნიკალური დაბალი ქვედა ბამპერის პროფილი და უკანა სპოილერი. მძლავრი და მოდური გვერდითა ზღურბლები - ეს მახასიათებლები ხელმისაწვდომია სტანდარული სახით R-Sport, R-Sport Black-ზე და Diesel S Portfolio-ს მოდელებზე.

ოთხი სპორტული სახეობა
  • სერვოტრონიკული მართვა

    ბევრად გამარტივებული პარკირება და მანევრირება, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ გაზრდილი სიზუსტით უფრო მაღალ სიჩქარეზე XF-ის რეგულირებადი და გაძლიერებული სერვოტრონიკული მართვით.
  • XF ექსტერიერის სტილი

    მოდერნიზებული წინა ფრთები, ვენტილაცია და კაპოტი დინამიური წინა ცხაურით და ბამპერით.

  • XF შავი პაკეტი

     დაამატეთ შავი მოპირკეთება წინა და უკანა ნაწილებს, მაგალითად ფანჯრების გარშემო ნაწილიდან დაწყებული წინა ცხაურით და ბამპერით დამთავრებული. წარმოადგენს დამატებას R-Sport-ზე, Diesel S Portfolio-სა და XFR მოდელებზე.

ინტერიერის ფერებისა და მასალის არჩევანი

ინტერიერის ფერებისა და მასალის არჩევანი

შესაძლებელია ინტერიერის პერსონალიზაცია ფერთა თემების და პანელის არჩევანით, სხვადასხვა სახისა და ფერის ტყავთან ერთად.